ზურაბ სეხნიაშვილი
ზურაბ სეხნიაშვილი | |
---|---|
დაიბადა | 27 დეკემბერი, 1945 |
დაბადების ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ |
გარდაიცვალა | 29 იანვარი, 2021 [წყარო არ არის მითითებული 707 დღე] |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | არქიტექტურა, ფერწერა, რესტავრაცია |
მიმდინარეობა | ნონკონფორმიზმი |
ზურაბ სეხნიაშვილი (დ. 27 დეკემბერი, 1945, თელავი, საქართველოს სსრ) — ქართველი არქიტექტორი, მხატვარი-რეტავრატორი. აღგდენილი აქვს 60-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, მათ შორის მუშაობდა სვეტიცხოველზე, დავითგარეჯაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
1965-1989 წლებში მუშაობდა ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის სახელოსნოში. ამ დროის განმავლობაში, ნამუშევარი აქვს 60 ძეგლზე, მათ შორის სვეტიცხოველზე, ქსნის ციხეზე, დადიანების სასახლეზე ზუგდიდში, დრანდის ტაძარზე, შატილის კომპლექსზე, სამშვილდის ნაქალაქარზე, წმნინდა შიოს მონასტერზე რუისპირში, ყვარლის ეკლესიაზე, დავითგარეჯის მონასტერზე, ბერთუბანზე, უდაბნოზე, თელავის ერეკლე II-ის სასახლეზე და სხვა.
გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1975-1991 წლებში „საგაზაფხულო“ და „საშემოდგომო“ გამოფენები მხატვრის სახლში;
- 1986 — „საგნობრივი ხელოვნების გამოფენა“;
- 1988 — „პოპ არტი“;
- 1990 — შვეიცარია, გამოფენა „ქართველი მხატვრები“;
- 1994 — გერმანია, გამოფენა „ქართველი მხატვრები“;
- 1996-1998 — „ცისფერი გალერეა“, საშობაო გამოფენა;
- 2004 — „ბაია გალერეა“, „ნონკონფორმიზმის კლასიკოსები“;
- 2005 — „ვერნისაჟი“, სამოცდაათიანი წლების ქართველ ავანგარდისტთა ჯგუფური გამოფენა „რეპრესირებული ხელოვნება 17 წლის შემდეგ“;
- 2005 — საგამოფენო დარბაზი „უნივერსი“ — გამოფენა „მოხატული თეფშები“;
- 2009 — „ქარვასლა“, „მაისის თბილისი“;
- 2010 — „ვერნისაჟი“, „ტროტუარების მემუარები“.
პერსონალური გამოფენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2000 წლის 18 ივნისი — „ვერნისაჟი“, „მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს“;
- 2000 წლის ნოემბერი — გამოფენა გაეროს სახლში;
- 2015 წლის 23 ივნისი — „შარდენი“
სეხნიაშვილის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ სეხნიაშვილის ნამუშევრები:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური გვერდი Facebook-ზე
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. , სტატია ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“, №36, 2008 წ.